კატალონიაში გარე სპორტულ აქტივობებზე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა

14 ოქტომბერი 2021, 10:04 749 ნახვა

კატალონიის რეგიონული მთავრობის გადაწყვეტილებით, გარე სპორტულ აქტივობებზე კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დაწესებული დასწრების შეზღუდვა გაუქმდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბარსელონასა და ესპანიოლს შეეძლებათ საშინაო არენებზე მაყურებელთა 100 პროცენტი დაუშვან.

პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, კატალონიელები სავსე ტრიბუნების ფონზე პირველ საშინაო შეხვედრას კვირას, თბილისის დროით 23:00 საათზე, ვალენსიას წინააღმდეგ გამართავენ, რომელშიც ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს. გარდა ამისა, 24 ოქტომბერს ბარსელონა მადრიდის რეალს უმასპინძლებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ გაუქმებული რეგულაციის გამო, "ელ კლასიკოც" სავსე ტრიბუნების ფონზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა საშინაო არენა 99 354 მაყურებელს იტევს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში