N17 დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს - პენიტენციური სამსახური

14 ოქტომბერი 2021, 16:48 743 ნახვა

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით,  N17 დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.

უწყების ცნობით, სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა.

სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში