9 მარტის ქუჩაზე ავარიული შენობის დემონტაჟს ითხოვენ

14 ოქტომბერი 2021, 18:34 1028 ნახვა

ბათუმის ტრაგედიის შემდეგ 30-მდე ოჯახი გადავიღეთ, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ და ითხოვენ დახმარებას. ერთ-ერთი ასეთი   9 მარტის ქუჩის 3 ნომერია. აქ  მცხოვრებლები ორსართულიანი შენობის დემონტაჟს ითხოვენ. ნაგებობა ნაწილობრივ უკვე დაშლილია ,  მობინადრეებს აქვთ ექსპერტიზის დასკვნებიც, რომლებშიც აღნიშნულია, რომ შენობაში ცხოვრება არ შეიძლება. ავარიული შენობის ჩამოშლის ეშინიათ მიმდებარედ მცხოვრებლებსაც, მობინადრეები  გვიყვებიან, რომ სახლის იატაკის ჩამოშლის მიზეზით 2 თვის წინ ერთი ოჯახი უკვე გაასახლეს, ხოლო ავარიულ სახლში 8 ოჯახი აგრძელებს ცხოვრებას , ასევე მიმდებარედ ათამდე ოჯახი ცხოვრობს. საკითხთან დაკავშირებით მერიისგან კომენტარს ველოდებით.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში