კიქბოქსინგის ტურნირი ბათუმში

14 ოქტომბერი 2021, 19:51 1450 ნახვა

აჭარის კიკ-ბოქსინგის ფედერაციისა და კლუბ მებრძოლის სპორტსმენები უკრაინიდან დაბრუნდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს პოლტავაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში. ბათუმიდან უკრაინაში ორმა მებრძოლმა იასპარეზა, ლუკა ედიშერაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა, სანდრო მგელაძე კი მეორეზე გავიდა. პოლტავიდან დაბრუნების შემდეგ მებრძოლები ზუგდიდში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივი კლუბის წევრებთან კრივში მეგობრულ შეხვედრა გამართეს. ლუკა დუმბაძემ, ნათია კოდუამ და ლუკა ედიშერაშვილმა თავიანთი ბრძოლები მოიგეს. 22-24 ოქტომბერს ბათუმი კიკ-ბოქსინგში შავი ზღვის თასს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში