აჭარაში კორონავირუსის 178 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცავალა 1 პაციენტი

15 ოქტომბერი 2021, 10:59 729 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 178 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 103.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა - 178, იმერეთი - 700, ქვემო ქართლი - 191, შიდა ქართლი - 149, გურია - 86, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 315, კახეთი - 586, მცხეთა-მთიანეთი - 50, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ბოლო მონაცემებით, აჭარის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 439 პაციენტი,, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 11 პაციენტი.

კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 237 პირი, ონლაინ კლინიკაში მკურნალობს 838.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში