რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

15 ოქტომბერი 2021, 10:37 1208 ნახვა

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, გუშინ, გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ორი ადამიანი.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულები პატიმრები არიან.

სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში