კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 41 ათას ლარამდე თანხა, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელი შეგროვდა

15 ოქტომბერი 2021, 13:19 1630 ნახვა

 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 41 ათას ლარამდე თანხა, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელი შეგროვდა.

დაზარალებულთა დასახმარებლად აქცია ტრაგედიის დღესვე დაიგეგმა.

სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების ჩანაფიქრის განხორციელებას ფონდმა „იალქანმა“ შეუწყო ხელი.

დღესვე ფონდიდან თანხების გადარიცხვა იგეგმება. დაეხმარებიან იმ დაღუპულის ოჯახსაც, რომელიც ტრაგედიის დროს, აღნიშნულ კორპუსში სტუმრად იმყოფებოდა. გამჭვირვალობის მიზნით პროცესს სამოქალაქო საბჭო დაესწრება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში