დაინტერესებული ვარ, რომ დროულად შევიდეს მულტიფუნქციური ჯგუფი და შეისწავლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა - ნინო ლომჯარია

15 ოქტომბერი 2021, 16:16 1484 ნახვა

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალს ადევნებს და დაინტერესებულია, რომ მასთან დროულად შევიდეს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი.

მისივე თქმით, პენიტენციურ სამსახურში მას განუმარტეს, რომ სააკაშვილის პირად ექიმს პატიმართან შესვლაზე მოთხოვნა არასწორად ჰქონდა გაგზავნილი.

„ცოტა ხნის წინ მქონდა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე საუბარი. მათ განაცხადეს, რომ განცხადება თითქოსდა არასწორად იყო დაწერილი პირადი ექიმის მხრიდან, ამიტომ მე მათ ვთხოვე დაუკავშირდნენ და აუხსნან, რა პროცედურებია დასაცავი. ვიცი, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თანხმობა მულტიფუნქციური ექიმების ჯგუფის მუშაობაზე“, - აცხადებს ლომჯარია.

მისივე თქმით,  არ აქვს უფლება, საჯაროდ ისაუბროს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

"ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად ამოწმებენ პრეზიდენტის მდგომარეობას. გუშინაც იყვნენ შესული. მეც არ გამოვრიცხავ, შეიძლება, შევიდე, გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საჯაროდ რომ ვისაუბრო, ამის უფლება არ მაქვს. თვალს ვადევნებ და დაინტერესებული ვარ, დროულად შევიდეს მულტიფუნქციური ჯგუფი, შეისწავლოს მისი მდგომარეობა. რაც შეეხება პირობებს და პატიმრის მიმართ მოპყრობას, ამ თვალსაზრისით, სახალხო დამცველს დარღვევები არ დაუფიქსირებია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში