ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული

15 ოქტომბერი 2021, 17:41 844 ნახვა

სტრესულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ფსიქოლოგებმა უფასო კონსულტაციები ჩაატარეს. შეხვედრები ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის მიერ ჩატარებული კონსულტაციები „ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს ეხებოდა.  მომავალში იგეგმება ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა, რომლებიც საქართველოს 14 უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის ბათუმის უნივერსიტეტში იმუშავებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში