თურქეთის თავდაცვის მინისტრის გაფრთხილება

15 ოქტომბერი 2021, 18:32 1264 ნახვა

ნატოს შიგნით ალიანსების შექმნა ალიანსის თავდაცვის უნარს აზიანებს და ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა.ნატო თავდაცვის ბლოკია. ვინაიდან მასში ყველა მოკავშირეა, ალიანსები ცალკეულ წევრებს შორის ევროკავშირისა და ნატოს თავდაცვას ასუსტებს- განაცხადა აქარმა.მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში სერიოზული ცვლილებები ხდება, განსაკუთრებით უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებში და თურქეთი მათ ყურადღებით ადევნებს თვალს, კერძოდ, მოვლენებს ჩრდილოეთ ერაყში, სირიაში, ეგეოსის ზღვაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, კვიპროსზე და შესაბამის ზომებს იღებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში