ბასილაშვილმა ციციპასი დაამარცხა და პირველად მასტერსის ნახევარფინალშია

16 ოქტომბერი 2021, 01:33 1183 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველად მასტერსის ნახევარფინალშია.

ამერიკაში მიმდინარე ინდიან უელსის 1000 ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-3 ჩოგანი ბერძენი სტეფანოს ციციპასი 3 სეტში ანგარიშით 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

დაძაბული მატჩი 2 საათი და 11 წუთი გაგრძელდა.

ნახევარფინალში ნიკოლოზი ამერიკელ ტეილორ ფრიცსა და გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან უელსში ამერიკელი კრისტოფერ ეუბენქსი 6:4, 6:3 დაამარცხა, ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს 4:6, 7:6 (7:2), 6:2 სძლია, ხოლო მერვედფინალში რუს კარენ ხაჩანოვს აჯობა – 6:4, 7:6, 8:6.

ინდიან უელსის საპრიზო ფონდი  9 146 125 დოლარია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში