მეუფე დიმიტრის მიმართვა

16 ოქტომბერი 2021, 12:35 1004 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი იმ სასულიერო პირებს მიმართავს, ვინც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

მისი თქმით, „შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს. ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას შეუერთდნენ: მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, შემოქმედელი მიტროპოლიტი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, ამასთან, მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ პეტიციას ხელს მოაწერს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში