ლატვიის მთავრობამ საქართველოს 83 070 დოზა Pfizer–ის ვაქცინა აჩუქა

16 ოქტომბერი 2021, 12:17 820 ნახვა

ლატვიის მთავრობამ საქართველოს დონაციის სახით 83 070 დოზა ფაიზერ–ის ვაქცინა გადმოსცა.

"კოვიდ-19 საწინააღმდეგო ფაიზერ-ის ვაქცინით აცრა უკვე შეუძლიათ:  12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს; გარდა ამისა, კოვიდ-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილ პირებს დამატებით ფაიზერ-ის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით: - ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია ფაიზერ–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს. – აღნიშნულმა პირებმა ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ სამგზავრო ბილეთი-ჯავშვანი, მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში