უმაღლეს საბჭოში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი ამოქმედდება

16 ოქტომბერი 2021, 12:15 850 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში მალე მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი ამოქმედდება. სრულად ადაპტირებულ სივრცეში მოქალაქეები არა მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას გაეცნობიან, არამედ უმაღლესი საბჭოს წევრებს, აპარატის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღებენ საჭირო ინფორმაციას.ცენტრი საკანონმდებლო ორგანოში წლის ბოლომდე მოეწყობა და ამოქმედდება.

ამავე გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია უმაღლესი საბჭოს შენობის სრული ადაპტირება და ინტერნეტტრანსლაციის სისტემით უზრუნველყოფა. პირდაპირი ეთერით უმაღლესი საბჭოს სხდომების გადაცემა მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ოპერატიულად გაცნობის საშუალებას მისცემს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში