ავღანეთში მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 47 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

16 ოქტომბერი 2021, 12:05 705 ნახვა

ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში, შიიტურ მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს აფეთქების შედეგად 37 ადამიანია გარდაცვლილი. დაშავებულთა რაოდენობა 70-ს აღემატება. უცხოური მედიის ინფორმაციით,  აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს. ამასთან, სააგენტო „როიტერთან“ თვითმხილველები აცხადებენ, რომ თვითმკვლელი სამი იყო.

ერთ-ერთმა თავი მეჩეთის შესასვლელში აიფეთქა, ორმა კი შენობის შიგნით. გასულ პარასკევს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ქალაქ ყუნდუზის მეჩეთში, რასაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთში მოქმედმა ფრთამ აიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში