იტალიის პროფკავშირები ნეო-ფაშისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ გამოვიდნენ

17 ოქტომბერი 2021, 12:10 989 ნახვა

იტალიის პროფკავშირები ნეო-ფაშისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ქუჩაში ათასობით შეკრებილმა ადამიანმა   მთავრობას ნეო-ფაშისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ მკაცრი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდეს. პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებით, დროა სახელმწიფომ თავისი დემოკრატიული ძალა აჩვენოს კანონებისა და კონსტიტუციის აღსრულების კუთხით.

გასულ კვირას ნეო-ფაშისტურმა დაჯგუფებებმა რომში საპროტესტო აქცია გამართეს ე.წ. „მწვანე ბარათების“ გაუქმების მოთხოვნით.  პროტესტის მონაწილეებმა პროფკავშირების ფილიალებში და პრემიერ-მინისტრის ოფისში შეჭრა სცადეს, რის გამოც პოლიციას მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში