ცესკო - არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1 830 საარჩევნო უბანი მოემსახურება

17 ოქტომბერი 2021, 15:15 825 ნახვა

საოლქო  საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებით შეაჯამეს. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თემში,ასევე 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. მეორე ტური კანონმდებლობის შესაბამისად 30 ოქტომბერს ჩატარდება. მოქალაქეები 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

2 ოქტომბრის მსგავსად 30 ოქტომბერს სრულად დაცული იქნება კოვიდრეგულაციები. 25 ოქტომბრამდე ყველა დაინტერესებულმა პირმა გადასატანი ყუთის მოთხოვნისათვის საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს. მეორე ტურში მედიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ავტომატურად გაუგრძელდებათ აკრედიტაცია. მეორე ტური  1 830 საარჩევნო უბანზე ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში