კოვიდის მეხუთე ტალღა უკვე დაიწყო

17 ოქტომბერი 2021, 20:30 2456 ნახვა

აცრა, პირბადე, დისტანცია, თავყრილობებისგან თავის არიდება-მედიკოსები მოსახლეობას სამოქალქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ. ჯერჯერობით ქვეყანაში ახალი შეზღუდვების შემოღება არ დაანონსებულა, თუმცა კორონავირუსის მეხუთე ტალღა რომ დაწყებულია უკვე ითქვა.

ბოლო დღეებია ვირუსით ინფიცირების შემთხვევები 5000-ს ფარგლებშია, დღეღამეში კოვიდით ათეულობით ადამიანი იღუპება. ჯანდაცვის ექსპერტები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ, აცხადებენ, რომ ვაქცინაციის პოპულარიზაცია ქვეყანაში არ ხდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში