მესამე პრეზიდენტი სუსტადაა და ფერმკთალია

17 ოქტომბერი 2021, 20:00 642 ნახვა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად პირადი ექიმი მივიდა.ექიმის განცხადებით  სიტუაცია ყოველდღე იცვლება, ყოფილი პრეზიდენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობას ის დამაკმაყოფილებელს ვერ  უწოდებს.

აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს  უჭირს სიარული, აქვს სისუსტე.მისი თქმით კონსილიუმის წევრმა ექიმებმა უნდა დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება საჭიროა თუ არა სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანა და როგორ შეიძლება გაგრძელდეს მისი მკურნალობა. ექიმის რეკომენდაციაა, კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში