საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

18 ოქტომბერი 2021, 10:36 751 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2374 პირი.

გუშინ საქართველოში 25 385 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.47% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.07%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა - 117, იმერეთი - 474, ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 132, გურია - 50, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 220, კახეთი - 396, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 422 საიდანაც: 5 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 919, აჭარაში - 520, იმერეთში - 1 293. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 247 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 107, იმერეთში - 439. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 26, იმერეთში - 29. 970 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 519 - თბილისში, 253 - აჭარაში. 33 890 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 17 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 258 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 836 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში