ბავშვთა კოვიდ კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა 

18 ოქტომბერი 2021, 11:45 1297 ნახვა

იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მიმართვიანობა გაიზარდა. ამ ეტაპზე კლინიკაში 47 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული ორი პაციენტი - ერთი და შვიდი წლის. ექიმების განმარტებით მათი მდგომარეობა მძიმეა. 

''​სექტემბერთან შედარებით მომართვიანობა მომატებულია, ძირითადად  სეზონური ვირუსული ინფექციების ხარჯზე. კოვიდ განყოფილებაში იმყოფება 47 პაციენტი და ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არის 2 პაციენტი, სუნთქვის მწვავე უკმარისობით,'' - აცხადებს ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი ნაირა ფარტენაძე. 

მედიკოსების განმარტებით, პაციენტებს, რომლებსაც სეზონური ვირუსული ინფექციები აქვთ, აღენიშნებათ ხველა, ცხელება, სუნთქვის გაძნელება, თავის და ყურის ტკივილი. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ''ტვინდემიის'' ანუ ერთდროულად გრიპისა და covid19-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

ამ ეტაპზე კლინიკაში თავისუფალი ადგილები არის. 

თბილისში, ციციშვილის ბავშთა კოვიდგანყოფილებაში 100-მდე ბავშვი და 54-მდე მშობელია მოთავსებული, რეანიმაციულ განყოფილებაში კი 23 პაციენტი, მათ შორის ჩვილები და ახალშობილები. კლინიკის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ იმყოფება.

მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ინფიცირებული ბავშვების მშობლების უმეტესობა აუცრელია.

 

''კლინიკაში ამ ეტაპზე რამდენიმე ადგილია თავისუფალი, თუმცა გასაწერი ბავშვები ემზადებიან. კლინიკაში მობილიზებულია 170 საწოლი და მეტს უბრალოდ ვერ დავამატებთ, ამის საშუალება საავადმყოფოს ფართობი  აღარ იძლევა. ამიტომ ალბათ სხვა კლინიკებიც დაემატება.

ყველა პაციენტი ნამდვილად არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ვისაც არ აქვს თანხმლები დაავადება, მისი ბინაზე მართვა შესაძლებელია. საჭიროა სწორი ტრიაჟი. წლამდე ასაკის ბავშვები რის ჯგუფია, იმუნური სისტემა დაბალი აქვთ, ასევე ჩვილებში - უმჯობესია ამ ასაკის ბავშვები კლინიკაში იყვნენ'' - განაცხადა ციციშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში