ბათუმის საკალათბურთო კლუბმა ახალი სეზონი მარცხით დაიწყო

18 ოქტომბერი 2021, 15:30 961 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო კლუბმა ეროვნული ჩემპიონატის საიუბილეო 30-ე გათამაშება მარცხით დაიწყო.

სუპერლიგის ახალი სეზონის პირველი დაპირისპირება "ბათუმმა" გასვლაზე თბილისში "ვერასთან " გამართა და 9 ქულიანი სხვაობით 83-74 დამარცხდა.

მატჩში ყველაზე მეტი 23 ქულა "ვერას" წევრმა ვახტანგ ქადარიამ მიითვალა. ბათუმელთა რიგებში კი ყველაზე მეტი 19 ქულა ოთარ პერტაიას ანგარიშზეა.

მეორე ტურის შეხვედრას ბათუმის საკალათბურთო კლუბი 23 ოქტომბერს საკუთარ კედლებში თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში