საგანგაშო კოვიდვითარება

18 ოქტომბერი 2021, 19:41 1056 ნახვა

ეპიდემიოლოგთა გარკვეული ნაწილი სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა.ფიქრობენ, რომ ვინც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, აცრისგან თავის დაღწევის უფლება არ უნდა ჰქონდეს. სპეციალისტები არც იმას გამორიცხავენ, კორონავირუსის მე-5 ტალღის მაღალ ნიშნულზე დაწყება ნიშნავდეს,რომ ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლებიც მაღალი იყოს. ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და კლასების ნაწილი ონლაინ რეჟიმზეა, ზოგიერთი საბავშო ბაღი კი დროებით დახურული. არსებული სურათის მიუხედავად, ჯანდაცვის უწყება ცდილობს, ლოკალური გადაწყვეტილებები მიიღოს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ჯერ არ განიხილება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში