ვაჭრობა დაფინანსებაზე ეკლესიას და სახელმწიფოს შორის - მეუფე სპირიდონის ქადაგება

19 ოქტომბერი 2021, 11:08 704 ნახვა

“ვაჭრობა დაფინანსებაზე ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის”.  სხალთის ეპისკოპოსმა გუშინ მრევლთან ქადაგებისას ის დაფინანსება გაიხსენა, რომელზეც სააკაშვილის ხელისუფლებამ მაშინ  მას უარი უთხრა.

მეუფე სპირიდონის თქმით, მან საქართველოს მე-3 პრეზიდენტს ყოველწლიური 25 მილიონის ნაცვლად დაფინანსების 50 მილიონამდე გაზრდა მოსთხოვა, რაზედაც ბევრი შეხვედრისა და საუბრის შემდეგ სახელწიფო და ეკლესია შეთანხმდა.  ამის  შემდეგ,  მალევე, მეუფის მტკიცებით, მაშინდელმა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დაურეკა და უთხრა, რომ ბიუჯეტი ამ თანხის  გაცემის საშუალებას არ იძლეოდა  და  მხოლოდ 25 მილიონს მისცემდნენ, თუმცა  არა- სრულად.   

სხალთელი ეპისკოპოსი ღიად ამბობს, რომ  ამ ფაქტის შემდეგ  სინოდის  ნაწილი  სააკაშვილზე განაწყენდა და მხარს აღარ უჭერდნენ. ამასთანავე,  სხალთელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ ეპარქიას ყოფილმა პრეზიდენტმა უნივერსიტეტისა და ბავშვთა სახლის შენობები გადასცა, რასაც მნიშვნელოვან ფაქტს უწოდებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში