ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე

19 ოქტომბერი 2021, 11:10 675 ნახვა

თბილისში დაკავებულია 3 პირი, რომელთა ადვოკატებიც აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ისინი სხვა მუხლით დააკავა, გამომძიებლებს  კი კითხვები თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას საქმესთან დაკავშირებით  ჰქონდათ.

დაკავებულ ბიძინა ხასიას, ბექა ლატარიას და კიდევ ერთს, რომლის ბინაშიც გამოძიების ინფორმაციით დამნაშავეები იმალებოდნენ,  ბრალს ოფიციალურად   დღეს წარუდგნენ. უფლებადამცველებმა ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულეს. ადვოკატების  ინფორმაციით, მათ აღენიშნებათ დაზიანებები და მოითხოვენ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას.  შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ ადასტურებენ  არის თუ არა ვინმე დაკავებული ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით. 

უწყების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში