აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, მთავარია რას იტყვის ჩვენი ხალხი - პრემიერი

19 ოქტომბერი 2021, 13:38 1214 ნახვა

"აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის პირადად, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, იმიტომ, რომ მთავარია რას იტყვის ჩვენი ხალხი" - ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

მისივე განცხადებით, სააკაშვილი წარდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება.

"მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ ვიღაცა ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და მაძლევს ბრძნულ რჩევებს.

ამ სიაში მე ბევრი ქართული გვარებიც აღმოვაჩინე, როდის გახდნენ ქართველები ევროპარლამენტარები არ ვიცი...

კანონის აღსრულებას და სამართლის აღსრულებას წინ ჩვენს ქვეყანაში ვერავინ აღუდგება, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს. ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, შესაბამისად ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი.

აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის პირადად, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის.

სააკაშვილი წარდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს არის დადგენილი პროკურატურის, გამოძების და სასამართლოს მიერ და სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში