ჰაიტიზე უცხოელ მისიონერთა გასათავისუფლებლად 17 მილიონ დოლარს ითხოვენ

19 ოქტომბერი 2021, 13:50 534 ნახვა

ბანდა, რომელმაც ჰაიტიზე 17 უცხოელი მისიონერი გაიტაცა, თითოეულის გასათავისუფლებლად ერთ მილიონ დოლარს ითხოვს. ამის შესახებ უოლ სთრით ჯორნალი ჰაიტელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით იუწყება. 

ჩინოვნიკის თქმით,  ამერიკელი და კანადელი მისიონერების მძევლობიდან გასათავისუფლებლად ჯამში ბანდის წევრები 17 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვენ.

ჰაიტის იუსტიციის მინისტრის ლისტ კიტელის განცხადებით, ამერიკული  სპეცსამსახურები და ჰაიტის პოლიცია გამტაცებლებთან კონტაქტობენ და მისიონერების გათავისუფლების გზებზე მუშაობენ.

მინისტრის ვარაუდით, მოლაპარაკებები რამდენიმე კვირა გაგრძელდება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში