ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე

19 ოქტომბერი 2021, 14:37 868 ნახვა

თბილისში მოკლული 25 წლის ანასტასია შატალოვას მამა საქართველოშია.  მოკლული ქალის ადვოკატის ინფორმაციით, ოჯახი საქმის ობიექტურად გამოძიებას,  მკვლელის ვინაობის დადგენას და  შატალოვას არასრულწლოვან ბავშვზე მეურვეობის  უფლებას ითხოვს.

პაატა შავაძის განმარტებით, ბავშვის მეურვეობაზე  მამის, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ზურაბ ბერიძე ანასტასია შატალოვას და მათი საერთო შვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის საქმეზეა ბრალდებული.  რა გახდა ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის მოტივი, ამ დრომდე  უცნობია. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის  მკვლელობის ფაქტზე 3 პირია დაკავებული, თუმცა ამ ინფორმაციას  შინაგან საქმეთ სამინისტრო არ ადასტურებს. დაკავებულები გუშინ უფლებადამცველებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში  მოინახულეს. ადვოკატები ამბობენ, რომ  მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები  260-ე მუხლით დააკავეს და  ქალის მკვლელობის საქმეზე გამოკითხეს.  

მათივე ინფორმაციით, სამივე პირი არის ნაცემი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში