ქედაში უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა და გზები დაიტბორა 

20 ოქტომბერი 2021, 10:58 2172 ნახვა

ქედაში, უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა.

ჩამოწოლილმა მიწის მასამ საავტომობილო გზები 6 მიმართულებით ჩაკეტა.

მეწყერი ჩამოწვა, სოფელ პირველ მაისში, ახო-ჩეტკიძეების მიმართულებით, ხარაულა-არძენაშვილების, გობრონეთი-ზედა გობრონეთისა და წონიარისის საავტომობილო გზის ორ ლოკაციაზე.

ასევე, მახუნცეთში, წყაროთას უბანთან დამაკავშირებელი გზა ადიდებულმა მდინარე აჭარისწყალმა დატბორა. აღნიშნულის გამო გარე სამყაროსაა მოწყვეტილი ხუთი ოჯახი.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება წყაროთის უბანს, მდინარის დონის დაკლებამდე სამუშაოების ჩატარება ამ ეტაპზე საფრთხეს წარმოადგენს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში