შატალოვას მკვლელობის საქმე - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვა

20 ოქტომბერი 2021, 10:55 754 ნახვა

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით  მოსკოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვას თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით ნოტა გაუგზავნა.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ  რუსეთი  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თხოვნით მიმართავს ჩადენილი დანაშაულის შესახებ  კომპეტენტურ ორგანოებში არსებული ინფორმაცია მიაწოდოს,  ასევე გაეწიოს საჭირო იურიდიული დახმარება გარდაცვლილის მამისთვის ცხედრის სწრაფად გადაცემის საკითხში.  

სამინისტროს ცნობით, საკონსულო განყოფილების თანამშრომლები უშუალო კონტაქტში არიან თბილისში ჩამოსულ გარდაცვლილის მამასთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში