განგაშის მე-3 დონე იაპონიაში

20 ოქტომბერი 2021, 09:32 689 ნახვა

იაპონიაში კუნძულ კიუსიუზე ვულკანი ასო ამოიფრქვა, - ინფორმაციას როიტერი  იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ვულკანური ფერფლი ჰაერში 3 500 მეტრ სიმაღლეზე აიჭრა.

მსხვერპლის ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, ცნობილია, რომ მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ვულკანის გამო განგაშის მე-3 დონე გამოაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, მთას არ მიუახლოვდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში