აშშ-ში პუტინთან დაახლოებული ბზნესმენის, ოლეგ დერიპასკას სახლები გაჩხრიკეს

20 ოქტომბერი 2021, 09:33 892 ნახვა

გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ვაშინგტონსა და ნიუ იორკში რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. 

ოლიგარქის წარმომადგენელმა, ლარისა ბელიაევამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ თავად დერიპასკა არ იმყოფებოდა იმ სახლებში, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. 

ოლეგ დერიპასკა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენია, რომელიც 2018 წლის აპრილში ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების სიაში მოხვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში