ნავალნი სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა

20 ოქტომბერი 2021, 18:29 850 ნახვა

2021 წლის ევროპარლამენტის ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია  „აზრის თავისუფლებისთვის“ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის მიენიჭა-იუწყება ევროპის სახალხო პარტია. ჯილდოზე იგი ევროპის სახალხო პარტიამ და ევროპის განახლების ფრაქციამ წარადგინეს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ნავალნისა და ყველა პოლიტიკური პატიმრის  გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. დაჯილდოების ცერემონია სტრასბურგში 15 დეკემბერს გაიმართება.ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია - ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებათა სფეროში.  მას 1988 წლიდან გასცემენ და მისი საპრიზო ფონდი 50 ათასი ევროა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში