ბათუმის მოზრდილი მოსახლეობის 60% აცრილია - ნინო ნიჟარაძე

20 ოქტომბერი 2021, 19:07 826 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმში მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია.

მისივე თქმით, ჯამში, სულ აცრილია 220 670 პირი, მათ შორის ორი დოზით აცრილია 102  075 ადამიანი.  

"მოხარული ვარ, რომ აჭარამ შეძლო სამიზნე კონტიგენტის 60%-ზე მეტის ვაქცინაცია. ჩვენი მიზანია 18 წელს ზემოთ მოსახლეობის სრულად იმუნიზაცია. ამისათვის დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში ვაქცინაციის ტემპი უფრო გაიზრდება სოფლებში. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში სხვა რეგიონებთან შედარებით აჭარაში კორონავირუსის შემთხვევათა სიმცირე სწორედ ვაქცინაციის მაღალი მოცვის მაჩვენებელს უკავშირდება", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება შესაძლებელია, ჰოსპიტალურ დაწესებულებეში, ამბულატორიებში, ასევე სპეციალური სვრცეა გამოყოფილი უნივერსიტეტის შენობაში. მოქალაქეებს მათთვის სასურველი ვაქცინის ჩატარება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში