საქართველოში კორონავირუსის 4 411 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

21 ოქტომბერი 2021, 10:39 851 ნახვა

21 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 411 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 29 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2896 პირი.

გუშინ საქართველოში 53 700 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.21%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.83% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.05%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 456 შემთხვევა, აჭარა - 111, იმერეთი - 827, ქვემო ქართლი - 293, შიდა ქართლი - 347, გურია - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 348, კახეთი - 696, მცხეთა-მთიანეთი - 104, სამცხე-ჯავახეთი - 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 48.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 358 საიდანაც: 5 725 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 057, აჭარაში - 501, იმერეთში - 1 288. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 367 პირი, მათ შორის, თბილისში - 451, აჭარაში - 115, იმერეთში - 460. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 28, იმერეთში - 29. 1 012 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 550 - თბილისში, 271 - აჭარაში. 41 621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 20 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 261 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 225 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში