პოლიციამ თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა - შსს

21 ოქტომბერი 2021, 11:21 1397 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 დღეში, თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

3 პირი სამართალდამცველებმა გუშინ ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიების შედეგად აიყვანეს. 

დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

''გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „ალფა-პვპ“-ს და „ბუპრენორფინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში, ბრალდებული ზ.ა.-ს საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი"და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები: ელექტროსასწორი და კოვზი.

პოლიციამ, ბრალდებული გ.ზ.-ის პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ამოიღო.

სამართალდამცველების მიერ, დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის - ი.ზ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული - 1000 ლარი, მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად კი - 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება'' - აცხადებენ შსს-ში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში