ბათუმში კაცი დაჭრეს 

21 ოქტომბერი 2021, 13:17 7581 ნახვა

ბათუმში, ნიკო ჯაყელის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით დაშავებულია 50 წლამდე ასაკის კაცი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა. მამაკაცს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჰქონდა მრავლობითი ჭრილობები. მისი მდგომარეობა მძიმეა. 

თვითმხილველების თქმით, გასროლის ხმა გაიგონეს. პირმა კი, რომელმაც კაცს ჭრილობა მიაყენა მიმალვა შეძლო. 

''ათამდე გასროლის ხმა გავიგონე, ადგილზე რომ მივედი 50 წლამდე ასაკის მამაკაცი იყო მანქანაში. ვიღაც იყო მანქანით მოსული. სავარაუდოდ ესროლა და ტერიტორიიდან გავიდა'' - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

ნარკოლოგიურის დირექტორის, მაია კონცელიძის ინფორმაციით, დაჭრილი 50 წლამდე მამაკაცი მათი ბენეფიციარია. იგი გეგმიურ ვიზიტზე იმყოფებოდა, რა დროსაც შენობაში შესვლამდე შავი ავტომობილით, შენიღბული ადამიანი თავს დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. რის შემდეგაც სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

ნარკოლოგიური ცენტრის  მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

ტერიტორია სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული. 

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი მუშაობს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში