ბათუმში დღეს დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

21 ოქტომბერი 2021, 15:15 2404 ნახვა

ცოტა ხნის წინ, კლინიკაში გარდაიცვალა კაცი, რომელიც ნარკოლოგიური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს. 

44 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის მრავლობითი ჭრილობებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თვითმხილველთა თქმით, ნიღბიანმა მამაკაცმა მას რამდენმჯერმე ესროლა და გაიქცა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლის შესაბამისად, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში