ერდოღანი დასავლურ მედიასაშუალებებს აკრიტიკებს

22 ოქტომბერი 2021, 18:17 1208 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა  მედიასაშუალებები ყარაბაღის კონფლიქტის  გაშუქების  გამო   და თურქულენოვან ქვეყნებს დამოუკიდებელი საინფორმაციო სისტემისა და მედიასაშულებების შექმნისკენ მოუწოდა. უკონტროლოდ მოქმედი  სოციალური ქსელები საფრთხეს უქმნის  დემოკრატიას, საზოგადოებასა და სახელმწიფოების ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენმა ქვეყნებმა უნდა შექმნან დამოუკიდებელი საინფორმაციო სისტემა და მედიასაშუალებები ისე, როგორც ამას დღეს თურქეთი  თავდაცვით სფეროში აკეთებს- განაცხადა ერდოღანმა თიურქული საბჭოს მედიაფორუმის მონაწილეებისადმი  ჩაწერილ  ვიდეომიმართვაში. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში