"ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად" - ვაქცინაციის კამპანია

23 ოქტომბერი 2021, 12:30 1040 ნახვა

''ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კამპანია ძალადობა გამოვლილ და მოწყვლად ჯგუფებს მისწვდება.  საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, იზრდება ვაქცინაციის კამპანიის მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

გაეროს განვითარების პროგრამა, დანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, შვედეთთან, შვეიცარიასთან და გაეროს მდგრადი განვითარების ფონდთან პარტნიორობით, აქტიურად ეხმარება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რათა ვაქცინაციის პროცესი დააჩქაროს და 2021 წლის ბოლომდე, ზრდასრული მოსახლეობის აცრის 60-პროცენტიან ნიშნულს მიაღწიოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში