ოპოზიციის აქცია ბულვარში

23 ოქტომბერი 2021, 20:40 1332 ნახვა

"ერთად თავისუფლებისთვის და ცვლილებებისთვის" - ამ ლოზუნგით ბათუმში ოპოზიციის აქცია დასრულდა . ტრიბუნიდან მთავარი მესიჯები ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და ასევე  მეორე ტურებში მერობის კანდიდატების მხარდაჭერას უკავშირდებოდა.

ოპოზიციის ლიდერები აღნიშნავდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონო და პოლიტპატიმარია და მისი გათავისუფლების საკითხი თითოეული ქართველის ღირსების საქმეა. აქციას შეუერთდა საინიციატივო ჯგუფი, რომლებმაც სარფიდან ბათუმის ბულვარამდე ფეხით გადმოინაცვლა. ისინი აცხადებდნენ, რომ მსვლელობით აქციის შემდეგ  რუსთავის ციხისკენ გადაინაცვლებდნენ.

აჭარაში მეორე ტური ხელვაჩაურსა და ბათუმში გაიმართება, სადაც მერობისთვის მიშა ბოლქვაძე და გიორგი კირთაძე იბრძოლებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში