ზვიად ლაზიშვილი UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში დამარცხდა

23 ოქტომბერი 2021, 22:58 1312 ნახვა

ქართველმა მებრძოლმა ზვიად ლაზიშვილმა UFC-ში სადებიუტო ბრძოლა წააგო.

LFA-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში პირველი ბრძოლა მექსიკელ ჯონათან მარტინესთან გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ლაზიშვილი მეშვიდე ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ში იასპარეზა. 

აქამდე ზვიადს კარიერაში 13-დან 13 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში