სამგზავრო მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია

24 ოქტომბერი 2021, 12:05 1053 ნახვა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია.

შეფერხება ოთხ მიმართულებაზე: ზუგდიდი - თბილისი, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ფოთი და ბათუმი-თბილისის მატარებლებზე სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის ხაზების გაწყვეტას მოჰყვა, რამაც რკინიგზის საკონტაქტო ხაზის დაზიანება და მატარებლების მოძრაობის შეჩერება გამოიწვია.

რკინიგზაში აცხადებენ, რომ  ყველა მიმართულებით მოძრავი მატარებლების მგზავრებისთვის კომპანიამ სასმელი წყლისა და საკვების მიტანა უზრუნველყო.მათივე ინფორმაციით თბილისში ჩამოსულ მგზავრებს სადგურში ავტობუსები დახვდათ, რომლებმაც მგზავრები სურვილისამებრ დანიშნულების ადგილამდე მიიყვანეს”.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში