ერდოღანის გადაწყვეტილებაზე აშშ განმარტებებს ითხოვს ​

24 ოქტომბერი 2021, 12:00 1033 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში თურქეთის ხელისუფლებისგან აშშ-ის ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადების ახსნა-განმარტებებს ელოდებიან. ამასთან, თურქეთის საგარეო უწყებას აშშ-ის და კიდევ ცხრა ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ გრატად ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია.შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ მხარდამჭერებთან შეკრების დროს განაცხადა, რომ საგარეო უწყებას მისცა დავალება, ათი ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. მათ შორის აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები.

ათი ქვეყნის ელჩებმა, რამდენიმე დღის წინ გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.ამბობდნენ, რომ კავალას უფლებები დარღვეული იყო და თურქეთის მთავრობას საქმის სასწრაფო დასრულებისა და კავალას გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.  ბიზნესმენი ოსმან კავალა თურქეთში ოთხი წლის წინ დააკავეს და მას თავდაპირველად ბრალად ედებოდა 2013 წლის გეზის პარკის გამო გამართულ პროტესტებთან და შემდგომ არეულობებთან კავშირი. გასულ წელს მას 2013 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებები მოუხსნეს, თუმცა წელს ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და დაკავებულის წინააღმდეგ დაემატა ახალი საქმე, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში