ბათუმის სარაგბო კლუბმა ისევ მოიგო

24 ოქტომბერი 2021, 16:54 1119 ნახვა

ბათუმის სარაგბო კლუბმა რაგბის დიდი 10-ის მეოთხე ტურის მატჩიც მოიგეს.

ბათუმელებმა საკუთარ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლეს და 38-17 მოიგეს.

მატჩი დედაქალაქელებმა აქტიურად დაიწყეს და 32 წუთისთვის 12-0-ს იგებდნენ, თუმცა შავიზღვისპირელებნა თამაშის ინიციატივა გადაიბარა ჯერ პირველ ნახევარში 14 ქულა აიღო და ტაიმი 14-12 მოიგო, შემდეგ კი მეორე ნახევარში კიდევ 24 ქულის დადება მოახერხა.

"ბათუმის" რიგებში ორი ლელო სიჭინავამ, თითო კი მამრიკიშვილმა, კორტავამ, თაგაურმა და ძნელაძემ დადეს. 4 გარდასახვა კი ზუსტად ნინიძემ შეასრულა.

ამ დროისათვის ბათუმის სარაგბო კლუბი 18 ქულით დიდი 10-ის ლიდერია. შემდეგ მატჩს ბათუმი გასვლაზე 31 ოქტომბერს "იუნკერების" წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში