რუსთავში კირკიტაძის საარჩევნო შტაბს თავს დაესხნენ - დაწყებულია გამოძიება

24 ოქტომბერი 2021, 18:15 1139 ნახვა

რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირებას ''ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ეხმაურება.ირაკლი კობახიძე ფაქტს სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ არჩევნებისთვის სიმშვიდის შენარჩუნებაა მთავარი.ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მომხდართან დაკავშირებით დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება იყო. დავით კირკიტაძის ინფორმაციით, ოფისზე მოხდა თავდასხმა და იყო შეჭრის მცდელობა. მისივე თქმით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. როგორც  კირკიტაძე აცხადებს, იდენტიფიცირებული არიან ინციდენტში მონაწილე პირებიც და ისინი 14 ოქტომბერს, ე.წ. „ცოცხების აქციის" მონაწილეები არიან. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ  გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში