საქართველოში კორონავირუსის 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

25 ოქტომბერი 2021, 10:45 904 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4 650 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 847 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 643, „პისიარ“ ტესტით –9 204.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 8,5%, ბოლო 14 დღის – 9,05%, ბოლო 7 დღის – 9,04%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 694 182 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 635 611 გამოჯანმრთელდა, 9 788 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა – 1 950 693 აცრა, დღიურად აცრილია – 1 877.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში