სამივე სინჯის მედალი კრივში ევროპის ჩემპიონატიდან

25 ოქტომბერი 2021, 11:07 939 ნახვა

საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს ქალაქ  ბუდავაში გამართულ ევროპირველობაზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ჰიმნი მონტენეგროში ლაშა გაგნიძემ ააჟღერა. ვერცხლის მედლის მფლობელი გიორგი საჯაია გახდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი კი გიორგი ჟორჟოლიანმა დაიკავა.

ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატს კრივში მონტენეგრო 13-და  24 ოქტომბრამდე მასპინძლობდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში