აშშ-ში ვიზიტად მყოფი კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე ჰოსპიტალიზებულია - ინფორმაციას აშშ-ში საბერძნეთის ეპარქია ავრცელებს. პატრიარქი წმინდა სოფიას ტაძარში წირვის შესასრულებლად ემზადებოდა, როდესაც "ხანგრძლივი ფრენისა და დატვირთული რეჟიმის გამო" თავი შეუძლოდ იგრძნო.
ექიმებმა პატრიარქს დასვენება ურჩიეს და ამასთან, ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქი ბართლომე თავს კარგად გრძნობს, მას კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. 81 წლის პატრიარქს არაერთი ღონისძიება აქვს აშშ-ში დაგეგმილი - ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც შეხვდება.