საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდება N18 სამედიცინო დაწესებულებაში - რატი ბრეგაძე

25 ოქტომბერი 2021, 12:20 710 ნახვა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, რეკომენდაციები, რომლებიც ექიმებმა პირველად გასცეს,  უკვე შესრულებულია.

რატი ბრეგაძის განცხადებით, ისინი ძირითადად ეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას.

მისივე განცხადებით, ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსილიუმმა იქ აღნიშნულია, რომ თუ საჭირო გახდება ჰოსპიტალიზაცია ამ შემთვევაში ის უნდა განხორციელდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში.

"იქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე არ ყოფილა.

გუშინ ჩვენ ვიმყოფებოდით N18 სამედიცინო დაწესებულებაში და როგორც ექიმები გვეუბნებიან დაწესებულება მზად არის პაციენტის მისაღებად.

იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო, იგი გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამედიცინო დაწესებულებაში" - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში